ზუგდიდი — ქალაქი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. გაშენებულია ოდიშის დაბლობზე, მდინარე ჩხოუშის ნაპირას, ზღვის დონიდან 110 მ სიმაღლეზე. მოსახლეობა 69 000 (2009 წ.).
ისტორია
ვარაუდობენ, რომ სახელწოდება წარმოიშვა ზურგ-დიდიდან (ე. ი. დიდი გორიდან; კოლხურად „ზუგი/სუკი“ ბორცვი, ფერდობი) ან კიდევ გეოგრაფიული სახელწოდება ზუბი-დან (ზუბ-დიდი). წყაროებში პირველად მოიხსენიება XVII საუკუნის დასაწყისში. ზუგდიდი ოდიშის სამთავროს პოლიტიკური, ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრი იყო. აგრეთვე იყო ქართული მწიგნობრობის მნიშვნელოვანი კერა. აქ ამრავლებდნენ ხელნაწერებს. ლიტერატურული საქმიანობა განსაკუთრებით გაჩაღდა ლევან II დადიანის კარზე, სადაც მოღვაწეობდნენ მამუკა თავაქალ
...
კითხვის გაგრძელება »