მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 10 » გორი
23:23
გორი

გორი — ქალაქი 1950 წლიდან საქართველოშიშიდა ქართლის მხარისა ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქში არის მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. გორში არის სამთავისისა და გორის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

 

გეოგრაფია

მდებარეობს მტკვრისა და დიდი ლიახვის შესართავთან, ზღვის დონიდან 588 მ სიმაღლეზე, თბილისიდან 76 კმ (რკინიგზით). გორი მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძია, აქედან სარკინიგზო განშტოება მიემართება ქალაქ ცხინვალისკენ.

გორში ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიოზე გარდამავალი ჰავაა, იცის ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 10,9 °C, იანვარი −1,2 °C, აგვისტო 22,5 °C. ნალექები 585 მმ. წელიწადში; მაქსიმალური მოდის მაისში (76 მმ.), მინიმალური — აგვისტოსა (34 მმ.) და იანვარში (30 მმ.).

ისტორია

გორი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. სახელწოდება წარმოდგება ქალაქში აღმართული კლდოვანი გორაკისაგან, რომელზეც გაშენებულია ძველიციხესიმაგრე. მატიანეებში გორი VII საუკუნიდან იხსენიება, თუმცა ზოგიერთი ისტორიული წყარო ქალაქის დაარსებას დავით აღმაშენებელს მიაწერს (XII ს. დასაწყისი). არქეოლოგიური მასალები მოწმობს, რომ ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე უნდა არსებულიყო ქალაქური ტიპის დასახლება. გორის ტერიტორიაზე უძველესი არქეოლოგიური ძეგლია ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი, მტკვრის ნაპირას, ადგილ ღამბარეულზე. ნაპოვნი კერამიკა ტიპობრივია ძვ. წ. III ათასწლეულში მტკვარ-არაქსის კულტურისათვის. 1946 წელს გორის ციხის ჩრდილოეთ მხარეზე მეწყერმა გააშიშვლა ანტიკური ხანის კულტურული ფენა. აღმოჩნდა ალიზის კედელი, თხელკეციანი ქვევრები, წითლად შეღებილი ბრტყელი და ღარისებრი კრამირი, შავპრიალა და წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები. ფენები ძვ. წ. I ათასწლეულის მიწურულითა და ახ. წ. დასაწყისი საუკუნეებით თარიღდება. ამავე ხანის სამრხები აღმოჩნდა ციხის აღმოსავლეთით. სამარხებში ნაპოვნია თიხის ჭურჭელი, მონეტები, მძივები, სამაჯურები და სხვა სამკაული. აღმოჩენილ არქეოლოგიურ ძეგებს შორის საყურადღებოა აღმოსავლური იერის ქვის მრგვალი ქანდაკების თავი, რომელიც ანტიკური ხანისა უნდა იყოს.

ქალაქი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული და ეკონომიკური გზების გადაკვეთაზე მდებარეობდა და მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას შიდა ქართლზე. XIII საუკუნეში გორს ოსები დაეუფლნენ და მონღოლთა დახმარებით კარგა ხნით დამკვიდრდნენ აქ. XIV საუკუნის 20-იან წლებში მეფე გიორგი V ბრწყინვალემ გაათავისუფლა ციხე-ქალაქი. 1477 წელს აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოს შაჰი უზუნ-ჰასანი მოულოდნელად თავს დაესხა გორს, უბრძოლველად აიღო, მაგრამ მალე დატოვა იგი. XVI საუკუნის შუა წლებში გორი დროებით აიღო ირანის შაჰმა თამაზ I-მა. XVI საუკუნის ბოლოს გორი ქართლში ოსმალთა ბატონობის პლაცდარმი გახდა. 1599 წელს მეფე სიმონ I მოულოდნელად თავს დაესხა გორს, აიღო ციხე და გაანადგურა ოსმალთა გარნიზონი. 1614 წელს ირანის შაჰმა აბას I-მა დაიკავა და ერთხანს აქედან განაგებდა დამორჩილებულ ქვეყანას. ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის ცნობით, XVII საუკუნის 70-იან წლებში გორი მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო. 1723 წელს ქალაქი ოსმალებმა დაარბიეს. აქედან მოყოლებული გორი რამდენიმე წელი ოსმალთა ხელში იყო. 1735 წელს გორში სპარსელები გაბატონდნენ. XVIII საუკუნის 40-იან წლებში გორი უცხოელ დამპყრობელთაგან განთავისუფლდა.

 

ყოფილი სტალინის ძეგლი გორის მერიასთან.

გორი კულტურულ-საგანმანათლებლო კერაც იყო. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები: ფარსადან გორგიჯანიძე, დავით ტულუკაშვილი (XVIII ს.), გიორგი გორელი (XVIII ს.), სტეფანე ფეშანგიშვილი (XVIII—XIX სს.), თუმანიშვილთა გვარის მრავალი წარმომადგენელი: ავთანდილი (XVIII ს.), დიმიტრი (XVIII—XIX სს.), გიორგი (1744—1837), დავითი (XVIII—XIX სს.) და სხვა.

რუსეთთან შეერთების შემდეგ გორი სამაზრო ქალაქი გახდა. 1930 წლიდან გორის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა, ხოლო 1950 წლიდან — რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი. 2014 წელს მიიღო თვითმმართველი ქალაქის სტატუსი.[3]

ტრანსპორტი

გორი საქართველოს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია. გორის სიახლოვეს გადის საქართველოს ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ავტომაგისტრალის1, (რომელსაც თბილისიდან სენაკამდე ასევე ემთხვევა ევროპის ავტომაგისტრალი E60) და ს10. გარდა ამისა გორში არის რკინიგზის სადგური, რომელიც ამიერკავკასიის ცენტრალური სარკინიგზო მაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ავტოსადგური, საიდანაც შიდა ქართლის სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში, დედაქალაქ თბილისში და სეზონურად აჭარის კურორტებზე შეიძლება მოხვედრა.

დემოგრაფია

გორის მოსახლეობის რაოდენობა ასე იცვლებოდა: 1865 წელი — 5,1 ათასი, 1897 წელი — 10,5 ათასი, 1914 წელი — 25,7 ათასი, 1977 წელი — 54,1 ათასი, 1988წელი — 61,2 ათასი. ამჟამად მოსახლეობა 49,5 ათასს შეადგენს (2002 წ.).

წელი 1865 1897 1914 1977 1989 2002 2005
მოსახლეობა 5,100 10,500 25,700 54,100 68,924 49,522 46,680

ღირსშესანიშნაობები

 

გორის საკათედრო ტაძარი

გორის მთავარ ღირსშესანიშნაობათა შორისაა გორის ციხეგორის საკათედრო ტაძარიგორის თეატრიისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი და ი. სტალინის სახლ-მუზეუმი. გორის შემოგარენში მდებარეობს ბალნეოლოგიური კურორტიგორიჯვარიუფლისციხეატენის სიონი.

2010 წლამდე გორის ცენტრალურ მოედანზე 9 მეტრიან კვარცხლბეკზე 6 მეტრი სიმაღლის სტალინის ძეგლი იდგა, რომელიც გორის მცხოვრებლებმა (უფრო სწორედ ადგილობრივმა მმართველობამ) 1952 წელს, სტალინის სიცოცხლეშივე, აღმართა. 2010 წლის 25 ივნისს, დილის 2 საათზე, ხელისუფლებამ ძეგლი მოახსნევინა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ამის წინააღმდეგი იყო. ძეგლი სტალინის მუზეუმში გადაიტანეს.

კატეგორია: საქართველო | ნანახია: 1097 | დაამატა: ((მორა-ადმინისტრატორი)) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar